ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
სამშობლოდან დევნილ ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალურ ფიზიკოსზე – ალბერტ აინშტაინზე გერმანელმა ნაცისტებმა ნამდვილი ნადირობა გამოაცხადეს. „სახელმწიფოს მტრად” შერაცხილი დიდი მეცნიერის თავი „განათლებულ ნაძირლებად” წოდებულმა მესამე რაიხის ხელმძღვანელებმა – 5 000 ამერიკულ დოლარად შეაფასეს (ბელგიაში ცხოვრების ჟამს სწორედ ამიტომ დაუნიშნა მას ორი კაცისაგან შემდგარი სადღეღამისო დაცვა ბელგიის სამეფომ). იმ დიდ წიგნში კი, რომელშიაც გესტაპოს „სახელმწიფოს მტრების” სრული ნუსხა ჰქონდა წარმოდგენილი, განთავსებული იყო ალბერტ აინშტაინის ბიოგრაფიულ მონაცემები და ფოტო, რომელზედაც შემდგომი წარწერა იყო გაკეთებული – „ჯერ არ ჩამოხრჩობილი”. – (ავტორი გენია.ჯი)