ჰაინრიხ ჰიმლერი – „ეპიზოდი”
ნაცისტური გერმანიის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მიზანთროპის – ჰაინრიხ ჰიმლერის (1900-1945 წლები) მამა – იოზეფ გებჰარდ ჰიმლერი პროფესიით – პედაგოგი გახლდათ. ეს უკანასკნელი სწორედ იმ გიმნაზიის ვიცე-დირექტორს წარმოადგენდა, სადაც მისი სუსტი ჯანმრთელობის მქონე ვაჟიშვილი სწავლობდა. (ავტორი გენია.ჯი) ჰიმლერის თანაკლასელთა გადმოცემით, ჰაინრიხი ზედმიწევნით კარგად ასრულებდა გიმნაზიის დირექტორის მოადგილე მამის ბრძანებებს. მას ხშირად მიჰქონდა ენა იოზეფთან თანაკლასელების მხრიდან მცირეოდენი გადაცდომებისა და შიდაგანაწესის დარღვევის შესახებ, რამაც რამდენიმე მოსწავლეს სერიოზული პრობლემებიც კი შეუქმნა. ამიტომაც არ უყვარდათ და საშინლად სძულდათ ენატანია ჰიმლერი მის თანაკლასელებს. – (ავტორი გენია.ჯი)
პატარა ჰაინრიხი მოსამსახურე ქალთან ძმებთან და მშობლებთან ერთად
ჰაინრიხ ჰიმლერი