ვოლტერი – „ეპიზოდი”
პლატონის, სოკრატეს, ლეონარდო და ვინჩის, ალბერტ აინშტაინის, ჯორჯ ბერნარდ შოუსა და ფრანც კაფკას გსგავსად, ვოლტერად წოდებული ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი განმანათლებელი - ფრანსუა-მარი არუე (1694-1778 წლები) ცხოველური წარმომავლობის ხორცს საკვებად არ იყენებდა. მოკლედ რომ ვთქვათ – ვეგეტარიანელი იყო. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, იგი ცხოველთა უფლებების დაცვის იდეით გამოდიოდა და მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვის დაკვლას – ძმათა შორის მკვლელობადაც მოიხსენიებდა. ამიტომაც სვამდა ხოლმე იგი რიტორიკულ შეკითხვას: „ – ადამიანური მეტყველება – ერთადერთია, რაც ცხოველებს ადამიანებისგან განასხვავებს. ისინიც რომ ჩვენს მსგავსად ფლობდნენ მეტყველების უნარს, ნუთუ მაშინ გავბედავდით მათ დაკვლასა და შეჭმას?” – (ავტორი გენია.ჯი)