მარგარეტ II ფლანდრიელი – „ეპიზოდი”
გამაოგნებელია, თუმცა ფაქტია, რომ ფლანდრიისა და ენოს საგრაფოების გრაფინია – მარგარეტ II ფლანდრიელი (1202-1280 წლები) სულ რაღაც ათიოდე წლის ასაკში იქნა დაქორწინებული თავისზე 20 წლით უფროს საიმპერატორო რაინდზე – ბუშარ დ’ავენსზე. (ავტორი გენია.ჯი) წყვილის ქორწინება 1212 წელს შედგა. საქორწინო ცერემონიისათვის დედოფალს სპეციალური შეკვეთით შეუკერეს სადედოფლო კაბა, რომელიც სრულად იყო მორთული აუარება ძვირფასი ქვით. რიგი ავტორების მტკიცებით, სპეცშეკვეთით დამზადებული კაბა იმდენად ყოფილა დამძიმებული სხვადასხვა სიდიდის მქონე უხვი ძვირფასი ქვებით, რომ იგი პატარა დედოფალს დამოუკიდებლად ვერ უტარებია. შედეგად, ქვეშევრდომები იძულებული გამხდარან, მარგარეტი ხელში აეყვანათ და ასე მიეყვანათ ტაძრის საკურთხევლამდე. – (ავტორი გენია.ჯი)