ირვინგ ბერლინი – „ეპიზოდი”
ავტორი ამერიკის არაოფიციალურ სახელმწიფო ჰიმნად ცნობილი პატრიოტული სიმღერის – „ღმერთო, დალოცე ამერიკა”, ებრაული წარმომავლობის მქონე გენიალური ამერიკელი კომპოზიტორი – ირვინგ ბერლინი (1888-1989 წლები) მელოდიებს ისე ჰქმნიდა, რომ ნოტებში საერთოდ ვერ ერკვეოდა. (ავტორი გენია.ჯი) ის კი არადა, მას სულაც ორი კლასის განათლება ჰქონდა მიღებული. სიდუხჭირის გამოისობით, ერთი პერიოდის განმავლობაში ნიუ-იორკის ერთ-ერთ კაფეში დაიწყო მიმტანად მუშაობა, სადაც თავისი მუსიკალური ტალანტის გამო „მომღერალი მიმტანის” რეპუტაცია დაიმკვიდრა. სწორედ აღნიშნულ კაფეში მუშაობის დროს დაწერა მან თავისი პირველი მუსიკალური ქმნილება – „მერი მზიანი იტალიიდან”, რაშიც ჰონორარის სახით ერთობ მიზერული თანხა – 37 ცენტი აიღო.
საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ირვინგი პიანინოსთან დასაკრავად პირველად 45 წლის ასაკში მივიდა. და კიდევ უფრო განსაცვიფრებელია, რომ იგი ფორტეპიანოზე დაკვრის პროცესში მხოლოდ და მხოლოდ შავი ფერის კლავიშებს იყენებდა… წარმოიდგინეთ, მხოლოდ და მოხლოდ შავი ფერის კლავიშებს. თუმცა ამას მისთვის ხელი არ შეუშლია მუსიკალური შედევრების შექმნაში. იმ შედევრებისა, რომლებმაც შემდგომ მსოფლიოში გაითქვეს სახელი.
ამ გასაოცარმა კომპოზიტორმა ცხოვრების ხანგრძლივი გზა განვლო: იგი 101 წლის ასაკში გამოეთხოვა წუთისოფელს. – (ავტორი გენია.ჯი)