ფრიდრიხ ფონ შპეე – „ეპიზოდი”
ბრაუნშვაიგის ჰუმანურმა ერჰერცოგმა XVII საუკუნეში თავის მფლობელობაში არსებულ მიწებზე – წამება აკრძალა, რადგან ამ სასტიკი და არაადამიანური მეთოდით ადამიანის „გამოტეხვას” ბარბაროსულ და აბსურდულ აქტად მიიჩნევდა. (ავტორი გენია.ჯი) იმისათვის, რომ ყველასთვის საჯაროდ დაემტკიცებინა საკუთარი გადაწყვეტილების მართებულობა, ერჰერცოგმა სასახლის კარზე ორი იეზუიტი სასულიერო პირი მიიწვია, რომელთაც ჯადოქრობაში დადანაშაულებული ერთ-ერთი ქალის „აღიარების” პროცედურაზე დასწრება შესთავაზა. (ავტორი გენია.ჯი) სპეციალურად მიწვეულ სტუმრებს შორის ერთ-ერთი მათგანი გახლდათ გერმანელი იეზუიტი სასულიერო პირი და დემონოლოგი – ფრიდრიხ ფონ შპეე (1591-1635 წლები), ვინაც განსაკუთრებული „გულმოდგინებით” ეწეოდა ერეტიკოსთა და ჯადოქართა დასჯას ინკვიზიციის მეშვეობით.
მანამდე, სანამ ჯადოქრობაში ბრალდებული ქალი საკუთარი დანაშაულის „აღიარებას” გააკეთებდა, მანამ იგი აიძულეს, დაკითხვისას იმ ორ სასულიერო პირისთვის დაედო ხელი, რომლებიც მისი დაკითხვის პროცესს დაესწრებოდნენ. მაშასადამე, ფრიდრიხ ფონ შპეეზეც. და მართლაც, ქალმა არა მხოლოდ ორივე მათგანს დაადო ხელი, არამედ ისინი ჯადოქრობის მთელი პროცესის ხელმძღვანელ პირებადაც კი დაასახელა.
ბრალდებული ქალის მიერ მიცემულმა ჩვენებამ უკიდურესად შეზარა ბრაუნშვაიგელი ერჰერცოგის სტუმარი სასულიერო პირები, რომლებიც თავის მხრივ, თავად აღმოჩნდნენ უკვე ინკვიზიციის მხრიდან დარტყმის ქვეშ. ყოველივე ამის შემდგომ მასპინძელმა შიშით დაზაფრული სტუმრები საქმის ნამდვილ არსში მალევე გაარკვია. თუმცა კი, რეალურად დაუმტკიცა წამების შედეგად მიღებული აღიარების არარაობა.
აღნიშნულმა შემთხვევამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ფრიდრიხზე, რომ მალე იგი ერთ-ერთ ყველაზე დიდ მებრძოლად იქცა წამებისა და ინკვიზაციის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. იგი მთელი თავისი დარჩენილი სიცოცხლე ნანობდა მის მიერ გამოტანილ განაჩენებს, რომელთა მიხედვითაც არაერთი უდანაშაულო ადამიანი იქნა დასჯილი სიკვდილით. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისთვის, ბრალდებულების წამება დაკითხვების მიმდინარეობის ჟამს 1649 წელს შოტლანდიაში აიკრძლა, 1654 წელს – გერმანიაში, 1662 წელს – ინგლისში… აი, ესპანეთში კი, ამ საშინელი მეთოდის გამოყენება მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში იქნა აკრძალული.