იცით თუ არა, რომ?!
1. გელოტოლოგია – სიცილისა და მისი ეფექტების შემსწავლელი მეცნიერებაა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. სინგაპურში – საღეჭი რეზინის შეძენა მხოლოდ აფთიაქებშია შესაძლებელი და ისიც ექიმის მიელ გაცემული რეცეპტის საფუძველზე.
* * *
3. კინოლოგთა მტკიცებით, დღეისათვის მსოფლიოში სუფთა სისხლის მქონე – 701 ჯიშის ძაღლი არსებობს.
* * *
4. დამტკიცებულია, რომ დედამიწის მოსახლეობის 0,7% დროის ნებისმიერ მომენტში იმყოფება ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.
* * *
5. მხოლოდ სამი სახეობის ცოცხალ არსებებს ძალუძთ ერთმანეთის წინააღმდეგ საბრძოლველად „არმიების” შეკრება: ადამიანებს, ყვავებსა და ჭიანჭველებს. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. საერთო ჯამში, ავსტრალიაში – 10 685 პლაჟია განთავსებული.
* * *
7. ნეირობოლიოგების მტკიცებით, ბავშვები სიზმრის ნახვას მხოლოდ 4 – 5 წლის ასაკიდან იწყებენ.
* * *
8. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ ბადრიჯანი მცირე რაოდენობით ნიკოტინის შემცველი მცენარეული კულტურაა.
* * *
9. ყველაზე საუკეთესო შენიღბვის ოსტატებად ხვლიკისნაირთა რიგის ქვეწარმავლები – გეკონები არიან მიჩნეული.
* * *
10. ისეთი უგემრიელესი ნუგბარი, როგორიც – შოკოლადია, მექსიკაში დღემდე გამოიყენება ტრადიციული მედიცინის მიმდევარი მკურნალების მიერ რიგი დაავადებების, მათ შორის – ბრონქების განსაკურნებლად. – (ავტორი გენია.ჯი)