ერთი საინტერესო ფაქტი

მისტიციზმისაკენ მიდრეკილმა გერმანიის ნაცისტური მთავრობის მეთაურმა – ადოლფ ჰიტლერმა, 1940 წელს, ჰიმალაის მთების კალთებზე შეფენილი შორეული ნეპალის სამეფოს მეფეს – ტრიბჰუვანს პირადი საჩუქრის სახით, ყველასდა გასაკვირად, ძვირადღირებული „მერსედეს ბენცი”-ს  ავტომობილი გაუგზავნა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, მისი დანიშნულების ადგილამდე ჩაყვანა ერთობ პრობლემატური რამ გამოდგა, რადგან დედამიწის ყველაზე მაღალ მთათა სისტემაში ჩაკარგული ქვეყნის დედაქალაქ – კატმანდუსკენ მიმავალი სამანქანო გზა, უბრალოდ, ბუნებაში არ არსებობდა. შედეგად, მეფის ქვეშევრდომები იძულებულნი გახდნენ, ჰიტლერის ნაჩუქარი „მერსედესი” საკუთარი მხრებით ეტარებინათ ჰიმალაის ურთულეს გზებზე. რთული, ხანგრძლივი და მეტად დამქანცველი გზის მიუხედავად, ნეპალის მეფის ათეულობით ერთგულმა ქვეშევრდომმა მაინც მშვიდობიანად ჩაუყვანეს ახალი ავტომობილი თავის ახალ მეპატრონეს. ცნობისთვის, ასე გაჩნდა პირველი ავტომობილი ნეპალის სამეფოში. – (ავტორი გენია.ჯი)

ტრიბჰუვანი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>