ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
1955 წლის 18 აპრილს, ორშაბათ დღეს, 1 საათსა და 25 წუთზე აორტის ანევრიზმმა 77 წლის ასაკში მყოფი – ალბერტ აინშტაინი იმსხვერპლა. ამ სამწუხარო ინფორმაციამ მსოფლიო შეძრა. (ავტორი გენია.ჯი) ჯერ კიდევ 7 საათი არ იყო გასული გენიალური ფიზიკოსის გარდაცვალებიდან, რომ შემდგომი პროცედურული კვლევების ჩატარების მიზნით, მეცნიერის ცხედრიდან ამოღებული იქნა ტვინი პათოლოგიური ანატომიის სპეციალისტის – ტომას ჰარვის მიერ. რამდენიმე ხანში, ამ უკანასკნელმა ალბერტის ტვინი ყველასაგან მალულად მიითვისა, რასაც მეცნიერის ოჯახიდან საშინელი სკანდალი მოჰყვა თან. შედეგად, ჰარვიმ არა მხოლოდ სამსახური, არამედ სამედიცინო ლიცენზიაც დაკარგა.
საყურადღებოა, რომ ცხედრად ქცეულ აინშტაინს ტვინთან ერთად თვალებიც ამოუღეს ანალოგიური მიზნით. ეს უკანასკნელნი სპეციალურ ხსნარში დააკონსერვეს და ფიზიკოსის პირად ოფთალმოლოგს – ჰენრი აბრამსს გადასცეს. აბრამსი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა 2009 წელს. მას შემდეგ, სპეციალურ ხსნარში განთავსებულ აინშტაინის ერთ დროს სიცოცხლითა და სინათლის სავსე თვალებს ჰენრი აბრამსის პირადი სეიფის წყვდიადში აქვთ ბინა დადებული. აი, რაც შეეხება გენიალური მეცნიერის ტვინს, იგი დროთა განმავლობაში ცნობილი ამერიკელი ნევროპათოლოგის, დოქტორის – ლუსი როკ-ადამსის ხელში აღმოჩნდა. მან იგი უკანასკნელად 2001 წელს წარუდგინა ფართო საზოგადოებას ფილადელფიის სამედიცინო მუზეუმში. – (ავტორი გენია.ჯი)