იოზეფ გებელსი – „ეპიზოდი”
მესამე რაიხის მაღალჩინოსანთა უმრავლესობას უამრავი სხვადასხვა მეტსახელი ჰქონდა ხალხისგან მინიჭებული. ის კი არადა, ისინი თავადაც ურჩევდნენ ხოლმე ერთმანეთს მეტსახელებს. თანაც, ზოგჯერ შეურაცხმყოფელ, დამამცირებელსა და დამცინავს. ზოგჯერ მახვილგონივრულსაც. (ავტორი გენია.ჯი) ასე მაგალითად: ჰაინრიხ ჰიმლერს გერმანული სატანკო არმიის გენერალ-პოლკოვნიკმა – იოზეფ დიტრიხმა – „რაიხელი სულელი” შეარქვა; ჰიტლერის პირად ექიმს – თეოდორ ჟილბერტ მორელს ჰერმან გერინგი – „საიმპერატორო ნემსის ოსტატი”-ს მეტსახელით მოიხსენიებდა; ბოჰემიისა და მორავიის განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეულ რაიხსპროტექტორის მოადგილეს – რაინჰარდ ჰაიდრიხს – „თხა” უწოდეს.
თუმცა, ყველაზე მრავლად მეტსახელებს მაინც პროპაგანდის გერმანელი ნაცისტი მინისტრი – იოზეფ გებელსი ატარებდა. „შხამიან ჯუჯად” წოდებულ მიზანთროპს ერთ-ერთ მეტსახელად – „პროპაგანდის მაჰათმა” შეურჩიეს გასაგები მიზეზების გამოისობით. გარდა ამისა, ხშირად მოიხსენიებდნენ, როგორც – „კოჭლი ეშმაკი”. ჰებელსს მეტსახელი თვით ადოლფ ჰიტლერმაც კი შეურჩია. მას შემდეგ, რაც ჰებელსის „ამურული თავგადასავლებისა” და მისი გარყვნილი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, გაბრაზებულმა ჰიტლერმა თავისი უახლოესი გარემოცვის წევრს ყოველგვარი ფამილარობის გარეშე შეარქვა – „გენეტალიების მინისტრი”. – (ავტორი გენია.ჯი)