იცით თუ არა, რომ?!
1. ფუტკრების შემსწავლელ სპეციალურ მეცნიერებას – „აპიოლოგია” ეწოდება. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. წვიმის წვეთის მაქსიმალური დიამეტრი – 6-7 მილიმეტრია. თუმცა, 2004 წელს მარშალის კუნძულებზე მოვიდა წვიმა, რომლის რეკორდსმენი-წვეთების დიამეტრი – 10 მილიმეტრსაც კი შეადგენდა.
* * *
3. პომიდორის სამშობლო სამხრეთ ამერიკის კონტინენტია. საკვებ პროდუქტად მისი გამოყენება პირველებმა აცტეკებმა დაიწყეს. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ პომიდორის საკვებ პროდუქტად გამოყენება კანიბალიზმთან არის დაკავშირებული, რადგან თავდაპირველად მას მარილთან და პილპილთან ერთად იყენებდნენ „ადამიანის ხორცის ჩაშუშვის” პროცესში.
* * *
4. პირველი ბოსტნეული, რომლის დაკონსერვებაც ქილაში განხორციელდა, პარკოსანი მცენარე – ცერცველა გახლავთ.
* * *
5. ერთ-ერთი საკვები პროდუქტი, რომელიც კოსმონავტთა მენიუშია შეტანილი – მოცვი გახლავთ. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. სტატისტიკოსთა მტკიცებით, დედამიწაზე მცხოვრებ ყოველ 1 000 ადამიანზე – 182 ავტომობილი მოდის.
* * *
7. ალიგატორთა ტვინის საშუალო მასა სულ რაღაც – 8,4 გრამია.
* * *
8. ძველი ბიზანტიური ხელნაწერები გვამცნობენ, რომ თავისი არსებობის განმავლობაში – შავი ზღვა ერთადერთხელ გაიყინა სრულიად. აღნიშნული მოვლენა 762 წელს იქნა დაფიქსირებული.
* * *
9. ფრჩხილები გაცილებით უფრო სწრაფად ეზრდება ადამიანს, როდესაც სცივა.
* * *
10. ასეც ხდება: ციმბირის უმკაცრეს კლიმატურ პირობებში მაცხოვრებელი ესკიმოსები მაცივარს მხოლოდ იმიტომ მოიხმარენ, რომ საკვები პროდუქტები არ გაეყინოთ. – (ავტორი გენია.ჯი)