დომიციანე – „ეპიზოდი”
იმისათვის, რომ თავისი ფინანსური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა და რაც შეიძლება მეტად გამდიდრებულიყო, რომის ოდიოზმა იმპერატორმა - დომიციანემ (51-96 წლები) ერთი უცნაური და სკანდალური გადაწყვეტილება მიიღო: საკუთარი თავი იმპერიაში ყოველი გარდაცვლილი თანამემამულის ოფიციალურ მემკვიდრედ გამოაცხადა. (ავტორი გენია.ჯი) იმავე მოტივით, იგი მაღალ სახელმწიფო თანამდებობებზე სპეციალურად ნიშნავდა ისეთ სულმდაბალ და გაუმაძღარ ადამიანებს, რომლებიც მექრთამეობით, მომხვეჭელობითა და მფლანგველობით გამოირჩეოდნენ. ხოლო როდესაც ეს უკანასკნელები საკმაოდ „მოსუქდებოდნენ” ფინანსურად სახელმწიფო ხაზინისა და უბრალო მოქალაქეების ხარჯზე, დომიციანე მათ ჯერ აპატიმრებდა, შემდგომ სასიკვდილო განაჩენი გამოჰქონდა დამნაშავეებისთვის, ბოლოს კი, არაკეთილსინდისიერი სახელმწიფო ჩინოვნიკების მიერ არაკანონიერი გზით მითვისებულ ქონებებსა და უკანონო შემოსავლებს „კანონის სრული დაცვით” ეუფლებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)