რევაზ მიშველაძე წერდა…

„გიჟის საუბარი, რა ჭკვიანურიც არ უნდა იყოს იგი, მაინც გიჟის საუბარია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თავის გატანის გზას ყველანი სხვადასხვა მიმართულებით მიჰყავს”.

* * *

„ცხოვრება იმიტომაცაა ცხოვრება, რომ ცუდი კაცი ყოველთვის როდი ისჯება”.

* * *

„ცხადია, ვინც სიჭაბუკეში არავის დამოწაფებია, მას სიბერეში არავის ოსტატობა არ შესძლებია”.

* * *

„კაცთა მოდგმა გულმავიწყია”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„გონჯი პატარძალი რომ თვალ-მარგალიტით დაამშვენო, ვერც პატარძალს გაალამაზებ და თვალ-მარგალიტიც თავის შნოსა და ლაზათს დაჰკარგავს”.

* * *

„ავის მქნელს ცოდვა დაეწევაო”.

* * *

„ცხოვრება თვითვე შეიცავს ბევრს რასმე ულოგიკოსა და დაუჯერებელს”.

* * *

„განსაცდელი ხასიათებს აშიშვლებს”.

* * *

„ოჰ, რა საშინელებაა უმადურება! არ არსებობს უფრო შემზარავი გრძნობა!” – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>