გრიგოლ ჯულუხიძე – „მიძღვნა”

სული კაცის

ცხადად მოსჩანს

და მზე წვეთავს

ხმაში -

ცისფერ ყანწით

მამულს ლოცავს

მამისტოლა ბავშვი,

ღვინოს?

არა,

სევდით მთვრალი

საწამლავსაც დალევს -

სტკივა ძმა და

მეგობარი

ანგელოზის თვალებს.

მზე ტატნობზე

მაინც მიწვა -

დარდიანი ვხდები…

ენატრება თურმე მიწას

გაფრენილი ფრთებიც.

და გულიდან

ხსოვნას არ ვშლი, -

ვუვლი ცრემლის წყაროს;

სევდის ჩიტი,

სევდის ბაღში,

სევდიანად გალობს.

 

კომენტარის დატოვება