„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„ჭრელი ძაღლი რომ გიკბენს, წითელსაც ერიდები შემდეგ”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„დაპირება და კეთილი სიტყვა მარილ-სატყუარია ხალხისთვის”.

* * *

„ენის ცოდნა მონდომების საქმეა”.

* * *

„წიგნი ჯადოსნური თვალია, მანძილისა და დროის შემამცირებელი”.

* * *

„რისი მცნობიც არა ხარ, არც გიყვარს”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არაფერი ისე არ ამშვიდებს კეთილშობილი ადამიანის სულს, ვითარცა ღვაწლის მიგება სხვათათვის”.

* * *

„ეჰ, ნეტა ყველაფრის თქმა შეიძლებოდეს”.

* * *

„ეჭვი ყოველთვის უფრო ადვილად ჩნდება, ვიდრე ნდობა”.

* * *

„სახელი და დიდება აჩენს მტრებს”.

* * *

„გულის ტკენამ სიძულვილი იცისო, გამიგონია…”

* * *

„დატკბით პირველქმნილი სილამაზით, ღმერთს კაცთათვის შეუქმნია სამყარო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>