ოლივერ უორდროპი – „ეპიზოდი”
ცნობილ ბრიტანელ ქართველოლოგსა და დიპლომატს - ოლივერ უორდროპს (1864-1948 წლები), ქართველი ერისადმი იმდენად დიდი და უანგარო სიყვარული გააჩნდა, რომ თავის შვილებს ქართული სახელებიც კი დაარქვა. (ავტორი გენია.ჯი) ნორვეგიელ ქალბატონზე – მარგარეტ კოლეტზე დაქორწინებულ მკვლევარსა და მოგზაურს მეუღლესთან თანაცხოვრებაში სამი შვილი (ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი) შეეძინა, რომელთაც სახელებად – ფარნაოზი, ანდრო და ნინო შეურჩია.
ქართული კულტურის, ქართული ხელოვნების, ქართული ლიტერატურისა და ქართული ტრადიციების მაღმერთებელი ბრიტანელი ქართველოლოგი სადაც არ უნდა ყოფილიყო, საცხოვრებელ ოთახს ქართულ ყაიდაზე რთავდა. მეტად საყურადღებო გარემოებაა ისიც, რომ მის სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის იდგა „ქართველთა უგვირგვინო მეფედ” წოდებული ილია ჭავჭავაძის სურათი. გარდა ამისა, ინგლისში არსებულ საკუთარ ბინაში, ოლივერს ქართული მუზეუმიც ჰქონია მოწყობილი. ის კი არადა, სწორედ ოლივერი გახლდათ ის პირველი ადამიანი, რომელმაც თავისი ქართველოლოგი დის – მარჯორი ურდროპის გარდაცვალების შემდეგ, თავი მოუაყარა ამ უკანასკნელის მიერ ინგლისურ ენაზე ნათარგმნი „ვეფხისტყაოსნის” სრულ ტექსტებს და 1912 წელს გამოსცა ლონდონში. – (ავტორი გენია.ჯი)
P.S. ცნობისათვის, მარჯორი უორდროპმა მთელი 18 წელიწადი შეალია „ვეფხისტყაოსნის” თარგმნას. სამწუხაროდ, იგი ისე გამოეთხოვა წუთისოფელს, რომ დასტამბული სახით იგი არ უხილავს.
მარჯორი უორდროპი