ვიქტორ ჰიუგო წერდა…

„მონანიება ის ნავია, რომელიც არასოდეს არ იძირება”. - (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„არსებობს ერთი ისეთი გამოხედვაც, გადამარჩინეო, რომ გევედრებათ”.

* * *

„ვინც კი ხანგრძლივ დუმილს შეუწუხებია, მას ღრენაც კი სიამეს მოჰგვრის”.

* * *

„სიკვდილის ჟამი სიცოცხლესთან გასწორების წუთებია”.

* * *

„ადამიანის სახე ყოველთვის ანარეკლია მისი შინაგანი სულიერი განცდებისა”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„მაწანწალური ცხოვრება ვადაზე ადრე აბერებს ადამიანს; ხოლო გაჭირვება სახეზე ნაადრევ ნაოჭებს დააჩნევს ხოლმე”.

* * *

„ბავშვისადმი მიყენებული ბოროტება შეცოდებაა წინაშე ღვთისა”.

* * *

„სიცოცხლის მიჯნის იქით რაღაც ამოუცნობი გველის”.

* * *

„ადამიანთა გულცივობაში ყოველთვის წინათგანზრახულობა იგრძნობა”.

* * *

„ზოგჯერ იმდენ სევდას არაფერი მოჰგვრის ადამიანს, როგორც საათის რეკვა. ეს არის თვითონ მარადისობა, რომელიც გვიცხადებს: „ჩემთვის სულ ერთია, რაც უნდა მოხდესო”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>