ბენვენუტო ჩელინი – „ეპიზოდი”
სკანდალური გამოხდომებით ცნობილი გენიალური იტალიელი მოქანდაკე, იუველირი და ფერმწერი - ბენვენუტო ჩელინი (1500-1571 წლები), ერთობ ამპარტავან პიროვნებასაც წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) იგი ირწმუნებოდა, რომ მისი ერთ-ერთი ქმნილება (სკულპტურა) – „იუპიტერი” სრულიად ჩრდილავდა ანტიკური ხანის რომაულ ბრინჯაოს შედევრ-მულაჟებს. საბოლოო ჯამში, უზომო ამპარტავნებამ იგი სიგიჟის კარამდეც კი მიიყვანა. ამის დასტურია ის გარემოებაც, რომ დიდმა ხელოვანმა სიცოცხლეშივე საკუთარი თავი წმინდანად შერაცხა. ეს ყოველივე კი მას შემდეგ მოხდა, რაც მოეჩვენა, რომ თავზე რაღაც სასწაულებრივი შარავადედი დაადგა. – (ავტორი გენია.ჯი)