კლემენტ VII – „ეპიზოდი”
რომის რიგით 219-ე პაპი – კლემენტ VII (1478-1534 წლები), ვინაც მიქელანჯელო ბუონაროტის შემოქმედების განსაკუთრებული თაყვანისმცემელი გახლდათ, ძალიან ღიზიანდებოდა იმით, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი გენიალური იტალიელი ხელოვანი უამრავ შეკვეთას იღებდა. (ავტორი გენია.ჯი) რომის პაპმა, რომელიც ხშირად იფარავდა აბეზარი შემკვეთებისაგან თავის კუმირ ხელოვანს, იმდენად მაღალი წარმოდგენისა იყო მიქელანჯელოს დიდებული შემოქმედების მიმართ, რომ ერთხელ მას შემდეგი სახის მამაშვილური რჩევა-დარიგება მისცა: „როდესაც შენ სურათის დახატვას გთხოვენ, ფუნჯი ფეხზე უნდა მიიკრა, გააკეთო ოთხი ხაზი და შემკვეთს უთხრა, სურათი მზად არის-თქო. მათთვის ესეც სრულიად საკმარისი იქნება”. – (ავტორი გენია.ჯი)
მიქელანჯელო