„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”

„სიკეთის გაზომვა ისევე არ შეიძლება, ვითარცა ღრუბლის, ოღონდაც სიკეთის მთესველი ღრუბელივით უნდა გაქრეს, იმ ვარაუდით, რომ სხვაგან გამოჩნდეს და კვლავაც უკუგების ლოდინის გარეშე თესოს სიკეთე”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„აბა, ის რა მარხვაა, ხორცს არ ჭამდეთ, მაგრამ მოძმეთა სხეულს გლეჯდეთ?”

* * *

„ბუნების წესია ასე, ჩვენ ვბერდებით, შვილები ვაჟკაცდებიან”.

* * *

„ჯერ კიდევ ფასდება კაცური კაცობა, ჩემო მეგობარო”.

* * *

„რამდენადაც ამაღლებულია კაცი, იმდენად ძნელია მისს სიმაღლემდე ასვლა, ხოლო აღმატება შეუძლებელიც”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ნაზია ადამიანის სული და ფაქიზი მოპყობაც ესაჭიროება”.

* * *

„გახსოვდეთ, წამებით ამაღლებული ათგზის ამაღლებულია, გამარჯვებული მაინც ის დარჩება”.

* * *

„ადამიანის სულსა და გულს ყველაზე მეტად გაუნათლებლობა აბეჩავებს და აჩანაგებს”.

* * *

„როგორც კერძი არ ვარგა უმარილოდ, ასევე მარხვა ულოცველად!”

* * *

„სიტყვა საქმით არის ძლიერი, საქმე ჭეშმარიტი შემფასებლით გამოჩნდება”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება