ვიქტორ ჰიუგო წერდა…

„თუ გინდათ მშვენიერი დიაცები იყოლიოთ, ნუ აღმოფხვრით ბიწიერებას, თორემ დაემსგავსებით ისეთ ბრიყვებს, რომლებიც პეპლების მოყვარულნი არიან და იმავე დროს მუხლუხებს სპობენ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„ის, რაც დაეცემა, უნდა დაცემულიყო, რაც წარმატებაშია, უნდა წარმატებულიყო. განგებას თავისი მიზნები აქვს”.

* * *

„რაიმეზე გაჯიუტებული ადამიანების ნახვა არასასიამოვნოა”.

* * *

„არაფერი არ უნდა გააზვიადოთ, ასეთია ბრძენთა წესი”.

* * *

„თანამდებობანი იმიტომ არსებობენ, რომ ისინი დაიკავონ”. – (ავტორი გენია.ჯი)

* * *

„თუ ხუროთმოძღვარი ქაოსია, შენობა ბაბილონის გოდოლი იქნება”.

* * *

„რა აღმაშფოთებელია – უკმაყოფილო იყო სამშობლოს ბედნიერს რომ ხედავ!”

* * *

„ვინც კითხულობს, ის აზროვნებს, ხოლო ვინც აზროვნებს, იგი მსჯელობს კიდევაც”.

* * *

„იყავი რეგვენი, თუ გინდა, მაგრამ ცუდ მაგალითს ნუ იძლევი”.

* * *

„საზრიანი ადამიანები დაბლიდან მაღლა ადიან, მიამიტები დაბლა რჩებიან”. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება