პოლ მაკარტნი – „ეპიზოდი”

ლეგენდად ქცეულმა ბრიტანულმა მუსიკალურმა ჯგუფმა – „ბითლზმა”, 1968 წელს პირველად შეასრულა სიმღერა, სახელწოდებით – „მარტა, ჩემო ძვირფასო”. აღნიშნული სიმღერის ტექსტისა და მუსიკის ავტორი გახლდათ „ბითლზისავე” ერთ-ერთი სახელგანთქმული წევრი – პოლ მაკარტნი. (ავტორი გენია.ჯი) თავდაპირველად, ყველა ფიქრობდა, რომ ეს იყო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც ეძღვნებოდა გოგონას, სახელად – მარტას, თუმცა სინამდვილე აბსოლუტურად სხვა გახლდათ: პოლ მაკარტნიმ თავისი მუსიკალური კომპოზიცია მიუძღვნა მისთვის ეგზომ საყვარელ „ოთხფეხა მეგობარს” (მდედრ ძაღლს), ვისთვისაც სიმღერის ავტორს თავის დროზე სწორედ რომ – „მარტა” დაურქმევია. ბრიტანელი მუსიკოსის მტკიცებით, „მარტას” მიმართ მას პლატონური დამოკიდებულება გააჩნდა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>