საფრანგეთის ისტორიიდან…

საბედისწერო აღსასრულის მქონე ფრანგი მონარქის – ლუი XVI დე ბურბონის ტახტიდან ჩამოგდებისა და სიკვდილით დასჯის შემდეგ, 1792-1795 წლებში ქვეყანას – „საფრანგეთის დირექტორია”, იგივე – საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის უმაღლესი ორგანო განაგებდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მაინც საინტერესოა, კონკრეტულად ვინ მიიჩნეოდა სახელმწიფოს ოფიციალურ მმართველად იმ ავადსახსენებელი პერიოდის საფრანგეთში. და რადგანაც საფრანგეთის საკანონმდებლო და სააღმსრულებლო უმაღლეს ორგანოს კონვენტი წარმოადგენდა, ქვეყნის მმართველადაც კონვენტის პრეზიდენტი (თავმჯდომარე) მიიჩნეოდა.

კონვენტის პრეზიდენტს სულ რაღაც ორიოდე კვირის ვადით ირჩევდნენ თანამდებობაზე და მისი უფლებამოსილება მხოლოდ სხდომების წაყვანით თუ შემოიფარგლებოდა ხოლმე, რადგან ძირითადი ძალაუფლება კონვენტის მრავალრიცხოვანი კომიტეტების ხელმძღვანელთა ხელში იმყოფებოდა.

ცნობილია, რომ რამდენიმე გამონაკლის შემთხვევაში, საფრანგეთის კონვენტის თავმჯდომარეს პოსტზე ყოფნის ვადა შეუმცირეს, თუმცა გაუზარდეს კიდევაც. ასე მაგალითად: ყველაზე ხანმოკლე ვადით კონვენტს ერთი პერსონა 9 დღის განმავლობაში ხელმძღვანელობდა; ყველაზე ხანგრძლივი ვადით კი – 21 დღის განმავლობაში.

საფრანგეთის კონვენტის სამწლიანი მოღვაწეობის მანძილზე, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო და სააღმსრულებლო ორგანოს – 73 პრეზიდენტი თამჯდომარეობდა, რომელთაგანაც სამ მათგანს ეს საპასუხისმგებლო და საპატიო პოსტი ორ-ორი ვადით ეკავათ. ესენი გახლდნენ – მაქსიმილიან რობესპირი, მარი-ჟან ერო დე სეშელი და ჟან-მარი კოლო დ’ერბუა. – (ავტორი გენია.ჯი)

რობესპიერი

მარი-ჟან ერო დე-სეშელი

ჟან-მარი კოლო დ’ერბუა

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>