„ცხოვრებისეული ფრაზეოლოგია”
„ის, ვინც თავისი აზრების ხელისუფალი არ არის, არც თავისი მოქმედების განმკარგველია”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ამ ქვეყნად ბევრია სხვის თვალებში ბეწვის მძებნელნი, ავსიტყვა ავყიანი, თვითონ სასაცილონი და სხვისი დამცინავნი”.
* * *
„ბედნიერებას ადვილად ის მოიპოვებს, ვისაც ხერხემლის მაგიერ მოქნილი ლერწამი აქვს”.
* * *
„ადამიანებს ბევრი ვინმე სძულთ. რაიმე საქმე ხომ უნდა გაიჩინონ”.
* * *
„თუ ჩვენს სურვილებს დავუკვირდებით, თითქმის ყველაში არის ისეთი რამ, რის გამომჟღავნებაც არ შეიძლება”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ავის მოქმედის სიხარული საშინელია”.
* * *
„ვისიმე მიმართ მოვალეობაში ჩავარდნა იგივე მონურ დამოკიდებულებაში ყოფნაა”.
* * *
„მოჩვენებითი ყველაფერი დასწყევლოს ღმერთმა”.
* * *
„ადამიანები ფრთებშეკვეცილი ფრინველებივით ვართ, შორს მარტო ოცნებებით დავფარფატებთ”.
* * *
„ვაჰ, ქვეყნად არარა არს სრულყოფილი”. – (ავტორი გენია.ჯი)