ოსმალეთის იმპერია – „ეპიზოდი”
ოსმალეთის იმპერიის სულთნები, რომლებიც განუზომლად დიდი ძალუფლებით სარგებლობდნენ, ეშაფოტზე ხშირად გზავნიდნენ ამა თუ იმ დანაშაულში ბრალდებულ ადამიანებს. მათ შორის, ქვეყნის ისეთ უმაღლეს ჩინოვნიკებსაც, როგორებიც გახლდნენ ოსმალეთის იმპერიის – პირველი ვეზირები. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, სულთნის სამეფო კარზე მკაცრად იყო დაცული სიკვდილისშემდგომი ერთგვარი ადმინისტრაციული იერარქია. ასე მაგალითად: სიკვდილით დასჯის შემდგომ, ცხედრების მოკვეთილ თავებს საჩვენებლად ჰკიდებდნენ ხოლმე სასახლის მარმარილოს ბოძებზე და სწორედ აქ იჩენდა თავს სიკვდილისშემდგომი ერთგვარი ადმინისტრაციული იერარქია, რადგან მაღალჩინოსანთა მოკვეთილ და სპეციალურად დამუშავებულ თავებს თუ ბამბით ტენიდნენ და ასე უნარჩუნებდნენ შეძლებისდაგვარად პირვანდელ ფორმებს, შედარებით დაბალჩინოსანთა გამოსუფთავებულ თავებს ეგზომი „პატივისცემის” საგნად არ მიიჩნევდნენ და მათ მხოლოდ და მხოლოდ ჩალით ავსებდნენ. – (ავტორი გენია.ჯი)