ელგუჯა მაღრაძე წერდა…
„წუთისოფელი ვის არ უგინებია და უწყევლია”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„როცა დროთა ვითარებაში შექმნილი რთული გარემოებანი პიროვნებაზე ან თვითონ ხალხზე ძლიერნი არიან, მაშინ ძნელია წარმატების მოპოვება”.
* * *
„თუ სიყვარულსაც მორჩილება, ადამიანის ნების შეზღუდვა და თავისუფლების გაყიდვა სჭირდება, ესეც ადამიანის დამამონებელი გრძნობა ყოფილა”.
* * *
„არ არის ამ ქვეყნად წყლული და სატკივარი, რომ თავისი წამალი არა ჰქონდეს, მხოლოდ მეფეთა თვითნებობასა და ხუშტურთანაა უძლური ყველა მალამო, შეგონება და საფენი”.
* * *
„ბევრი რამაა ამ ქვეყნად გამოვლენილი და მუგუზალივით ნაცარში ღრმად დაფარული ბევრი ბოროტებაც იმალვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ღამე ადამიანებს თავისებურად აკრთობს და აშინებს!”
* * *
„ზეცაში გადაწყვეტილი საქმის უკუღმა შეტრიალების მოწადინენი განწირულნი აღმოჩნდებიან ხოლმე”.
* * *
„დამადლებულ ლუკმას უჭმელობით სიკვდილი სჯობია”.
* * *
„ისტორიაში ხშირად იმარჯვებს უხეში ძალა, ძლიერებს კი არ ასამართლებენ. ან ასამართლებენ მაშინ, როცა მათი მსხვერპლნი საფლავებში წვანან”. – (ავტორი გენია.ჯი)