მარი ანტუანეტი – „ეპიზოდი”

საფრანგეთის საყოველთაოდ ცნობილი დედოფალი - მარი ანტუანეტი (1755-1793 წლები), ადამიანის „ოთხფეხა მეგობრებად” წოდებულ ცხოველებზე უზომოდ შეყვარებულ ქალბატონს წარმოადგენდა. სკანდალურად ცნობილ დედოფალს ყველაზე მეტად მაინც XVII საუკუნის საფრანგეთში გამოყვანილი – პაპილიონის ჯიშის ძაღლები მოსწონდა. (ავტორი გენია.ჯი) ანტუანეტს აღნიშნული ჯიშის ორი რჩეული ძაღლი ჰყავდა, სახელებად – „ფისბი” და კოკო.

მას შემდეგ, რაც საფრანგეთის რევოლუციამ სამეფო ტახტს ძალაუფლება გამოაცალა და იგი დაამხო, ტყვეობაში აყვანილ დედოფალს უფლება მისცეს თავისთან ყოლოდა მისთვის საყვარელი ორი ძაღლიდან ერთ-ერთი მათგანი – ფისბი. თუმცა, როდესაც მარი კონსიერჟერის ციხეში გადაიყვანეს, მას იძულების წესით ისიც ჩამოართვეს.

ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად, ერთგულ ძაღლს მას შემდეგ ციხის კარებთან დაუდვია ბინა, სადაც მოთმინებით ელოდა პატრონის გამოჩენას. გარკვეული ხნის განმავლობაში მასზე ვინმე – ქალბატონი არნო ზრუნავდა. მოგვიანებით, ფისბი ამ უკანასკნელს სახლშიც წაუყვანია, მაგრამ ანტუანეტის მომლოდინე ძაღლს თავი გაუნთავისუფლებია და ისევ ძველ ადგილს (ციხის კართან) დაბრუნებია.

ერთხელაც საპატიმრო ეტლმა ციხის კარიბჭიდან მარი ანტუანეტი გამოიყვანა, რაც ფისბის შეუმჩნეველი არ დარჩენია. გზა ეშაფოტისაკენ მიდიოდა… სიკვდილით დასასჯელად გაყვანილი პატრონის ეტლს ფისბი ეშაფოტამდე მიჰყოლია. და როდესაც მისი პატრონისათვის თავი მოუკვეთავთ, ძაღლს საშინელი ყმუილი აღმოხდომია. ამ დროს ერთ-ერთ ულმობელ ჯარისკაცს ფისბისთვის დაუნდობლად ჩაურტყამს მახვილი და თან ხმამაღლა შეუძახნია – „ასე დაემართება ყველას, ვინც არისტოკრატებს დასტირისო!” – (ავტორი გენია.ჯი)

ფისბი

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>