ინგლისის სამეფო – „ეპიზოდი”
ადრეული საუკუნეების ინგლისის სამეფო კარზე ერთი მეტად უჩვეულო მოვალეობის შემსრულებელ ადამიანებს ჰქონდათ ბინა დადებული. (ავტორი გენია.ჯი) „ღამისმთეველები” – ასე მოიხსენიებდნენ მათ. ღამისმთეველი გახლდათ მამაკაცი, რომლის ფუნქციასაც ღამღამობით მამალივით წამოყივლება წარმოადგენდა. მას ღამით თვალის მოხუჭვის უფლება არ გააჩნდა და ყოველ საათში იმდენჯერ უნდა დაეყივლა, რამდენიც საჭირო იყო დროის აღსანიშნავად. მისი ყოველი ყივილი ერთგვარად მაღვიძარა ზარის მაგივრობას ეწეოდა.
იმისათვის, რომ ღამისმთეველს მამალივით ეყივლა, ადამიანს ბავშვობაშივე უკეთებდნენ ხორხის ოპერაციას, რომელსაც ხშირად სავალალო შედეგები ახლდა თან. აღნიშნულმა გარემოებამ, მოგვიანებით, ძლიერნი ამა ქვეყნისანი აიძულა „ღამის მაყივრებად” ხორხ დაუმახინჯებელი ადამიანები აეყვანათ. ძირითადად სამხედრო სამსახურიდან გადამდგარი ოფიცრები.
ეს უცნაური „თანამდებობა” დიდი ხნის განმავლობაში არ გაუქმებულა, რადგან სამეფო კარზე შიშობდნენ, რომ ამით სასახლის ბრწყინვალება რამდენადმე გაუფერულდებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)