ალბერტ აინშტაინი – „ეპიზოდი”
ისეთი ინტელექტუალური თამაში, როგორიც ჭადრაკი გახლავთ, ალბერტ აინშტაინისათვის ერთ-ერთ საუკეთესო თავშესაქცევსა და გასართობს წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა იგი წუხდა ხოლმე იმაზე, რომ თავისუფალი დროის უქონლობის გამო, ხშირად ვერ ახერხებდა თამაშს. მიუხედავად ოქროდ ქცეული დროის სიმცირისა, ალბერტი იშვიათად, მაგრამ მაინც ახერხებდა საჭადრაკო პარტიების გამართვას. გენიალური ფიზიკოსი ჭადრაკს ყველაზე ხშირად თავისივე მეგობარს, ერთ-ერთ უდიდეს გერმანელ მოჭადრაკეს – ემანუილ ლასკერს ეთამაშებოდა. იმ ლეგენდარულ ლასკერს, რომელსაც მთელი 27 წლის განმავლობაში არ დაუთმია მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული ამ დიდებულ ინტელექტუალურ თამაშში.
რიგი ავტორების მტკიცებით, თავისი ყველაზე ცნობილი საჭადრაკო დაპირისპირება აინშტაინს მისივე სახელგანთქმულ ამერიკელ კოლეგასთან, „მანჰეტენის პროექტის” (ატომური ბომბის შექმნის პროცესი) ხელმძღვანელთან – რობერტ ოპენჰაიმერთან გაუმართავს. აღნიშნული საჭადრაკო დაპირისპირება ალბერტის გამარჯვებით დასრულდა – „ატომური ბომბის მამად” წოდებული ამერიკელი ფიზიკოსი იძულებული გახდა, 24-ე სვლაზე დანებებოდა მოწინააღმდეგეს. – (ავტორი გენია.ჯი)