ფრედერიკა ბადენელი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ვერსიის თანახმად, საქორწინო ცერემონიალის მიმდინარეობისას თეთრი ფერის მქონე სადედოფლო კაბის გამოყენების ტრადიციას სათავე დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საყოველთაოდ ცნობილმა დედოფალმა – ვიქტორიამ ჩაუყარა. (ავტორი გენია.ჯი) მანამდე ასეთ სადღესასწაულო ღონისძიებებზე სამეფო სტატუსის მქონე მშვენიერი სქესის წარმომადგენლები სხვადასხვა ფერის სადედოფლო კაბებით იმოსებოდნენო, გადმოგვცემენ რიგი ავტორები.
სინამდვილეში კი, ეგზომ მაღალი რანგის მქონე პირველი ქალი, ვინაც ქორწინების ჟამს თეთრი ფერის სადედოფლო კაბით შეიმოსა, გახლდათ არა დედოფალი ვიქტორია, არამედ შვედეთის დედოფალი – ფრედერიკა ბადენელი (1781-1826 წლები). აღნიშნული ფერის მქონე სადედოფლო სამოსი მას შვედეთის მეფესთან – გუსტავ IV ადოლფთან დაქორწინებისას ემოსა 1797 წელს.
აი, „ვიქტორიანული ეპოქის” შემოქმედი ბრიტანელი დედოფალი კი ცოლ-ქმრულ უღელში 1840 წელს შეება. ანუ მთელი 43 წლის გასვლის შემდეგ ფრედერიკას ქორწინებიდან. – (ავტორი გენია.ჯი)
მეფე გუსტავი და დედოფალი ფრედერიკა