ვიქტორ ჰიუგო წერდა…
„გოლიათებს ყოველთვის დავითები ამარცხებენ”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თქვენმა ლოცვამ უკეთ იცის, საით უნდა ისწრაფვოს”.
* * *
„დიდი უბედურებაა – იყო ამოცანა შენი საკუთარი თავისათვის; გრძნობდე ვიღაცის არარსებობას და ეს შენ თვითონ იყო; უცქეროდე სამყაროს და შენს თავს შიგ ვერ ხედავდე”.
* * *
„ადამიანი უძლურია საიმისოდ, რომ თავისი სილამაზე შექმნას, მაგრამ თავისი სახე-ტანის დამახინჯებაში მას წინ არა უდგას რა”.
* * *
„ხალხის ბრბოს მეტად ბევრი თავი აქვს იმისათვის, რომ რამეზე დაფიქრდეს და ძალიან ბევრი თვალი აქვს საიმისოდ, რომ რაიმეს კარგად დაუკვირდეს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„ყოველ პროფესიას თავისი ნიჭი უნდა გააჩნდეს”.
* * *
„ადამიანის შინაგან არსებაში გულკეთილობა მზე არის”.
* * *
„მთელი ქვეყნიერებისთვის საყოველთაო კანონია – გიყვარდეთ, ეძიეთ და ჰპოვეთ!”
* * *
„რამდენი ათეისტი ვერ მიმხვდარა, რომ მისი გულკეთილობაც და სევდიანობაც იგივე ლოცვაა ღვთის მიმართ”.
* * *
„სიცილი განა ყოველთვის სიმხიარულის გამოხატვაა?” – (ავტორი გენია.ჯი)