ინგლისური თეატრი – „ეპიზოდი”
„ქალწულ დედოფლად” წოდებული ელისაბედის მმართველობის ეპოქაში ინგლისურმა თეატრმა განსაკუთრებული აღმავლობის ეპოქაში შეაბიჯა. (ავტორი გენია.ჯი) ამას ხელი შეუწყო იმ გენიალური დრამატურგების შემოქმედებამ, რომლებიც სწორედ რომ მაშინ მოღვაწეობდნენ ნისლიან ალბიონზე. უილიამ შექსპირის, უილიამ ალებასტრის, ფრენსის ბომონტის, ტომას ნეშის, ჯონ ფლეტჩერისა და სხვა ლიტერატორთა ნაწარმოებები შესანიშნავ მასალას წარმოადგენდნენ თეატრებისთვის. თუმცა აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მაშინდელი თეატრისათვის სრულიად უცხო რამ გახლდათ დეკორაცია, სპექტაკლის მხატვრული გაფორმება (არ არსებობდა არც თეატრალური განათება). შეიძლება ითქვას, რომ იგი პირობითი ხასიათის მატარებელი უფრო იყო. ინგლისურ თეატრში მხოლოდ ფიცრის ნაჭერი წარწერით – „ტყე”, „მინდორი”, „სასახლე” და სხვა მიუთითებდა მოქმედების ადგილზე. შედეგად, მაყურებლისათვის საკმარისი იყო ამა თუ იმ მოქმედი გმირის რეპლიკა, რომელშიაც დასახელებული იქნებოდა მოქმედების ადგილი და დრო, რომ სრული ილუზია შექმნოდა – მსახიობები სასახლის დარბაზებში წარმოთქვამდნენ მონოლოგებს თუ არდენის უღრან ტყეში. სპექტაკლის სურათები შეუწყვეტლივ მისდევდნენ ერთმნანეთს და ამ სურათებს „მხატვრულად აფორმებდა” ისევ და ისევ მაყურებლის დაუშრეტელი ფანტაზია. – (ავტორი გენია.ჯი)