ორატორული ხელოვნება – „ეპიზოდი”
საფრანგეთის დიდმა რევოლუციამ ორატორული ხელოვნება ნამდვილ კულტად აქცია „მამლების ქვეყანაში”. ამ საქმეში დაოსტატებულ ადამიანებს დიდ პატივს სცემდა ხალხი და სათანადოდაც აფასებდა მათ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომაც შენიშნავდნენ იმ პერიოდის ისტორიკოსები – „საფრანგეთის რევოლუციას ძალიან უყვარდა ორატორები, მათ შორის სხვადასხვა სტილისაცო”. ამ მხრივ პუბლიკაში განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობდა იაკონილეთა ერთ-ერთი საყოველთაოდ ცნობილი და გავლენიანი ლიდერი – მაქსიმილიან რობესპიერი, ვინაც განზრახ ლაპარაკობდა ხმადაბლა, რათა ამით ეიძულებინა კონვენტის დეპუტატები გაჩუმებულიყვნენ და მისთვის საგულდაგულოდ დაეგდოთ ყური.
რობესპიერის მსგავსად, ფრანგ ხალხში ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობდა საფრანგეთის რევოლუციის ადრეული ეტაპის წამყვანი ფიგურა – ჟორჟ ჟაკ დანტონი, რომელიც იმავე რობესპიერისაგან განსხვავებით, ისე ხმამაღლა გაჰყვიროდა ტრიბუნიდან სიტყვით გამოსვლის დროს, რომ მისი ხმა ქუჩაშიაც კი ესმოდათ გამვლელებს. – (ავტორი გენია.ჯი)
მაქსიმილიან რობესპიერი
ჟორჟ ჟაკ დანტონი