იცით თუ არა, რომ?!
1. „ჩემი სახელგანთქმული ლეოპარდი” – ასე მოიხსენიებდა ტყვეობასა და მონობაში მყოფ უმამაცეს მიგელ დე სერვანტეს საავედრას მისი ალჟირელი მფლობელი – ჰასან-ფაშა. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
2. საინტერესო ისტორიული ფაქტია, რომ ინგლისში ძალიან დიდ პატივს სცემდნენ ლუი XIV დე ბურბონს, მიუხედავად იმისა, რომ მასვე ეომებოდნენ. „სწორედ ასეთი მეფეა საჭირო საფრანგეთისთვისო”, – ამბობდნენ ინგლისელები.
* * *
3. ბუნებაში ბინადრობენ ისეთი სახეობის მგლები, რომლებიც 80 წელსაც კი ცოცხლობენ. მაგალითად ისეთები, როგორებიც არიან – „მყრალი მგელი”, „პატარა კუპარა”, „canis nubilus” და „caviae vorus”.
* * *
4. ოლივერ კრომველის მმართველობის პერიოდის ინგლისში (XVII საუკუნე), ეკლესიებში დაბრძანებულ წმინდანთა ქვის ქანდაკებებს ცხვირებსა და ყურებს ამტვრევდნენ ურწმუნოები.
* * *
5. გამოჩენილ რუს მწერალს – ლევ ტოლსტოის იმდენად სძულდა გენიალური ინგლისელი დრამატურგი – უილიამ შექსპირი, რომ მას „უნიჭო დრამატურგად” და „თავისი ლიტერატურული გმირების სისხლში ჩამხრჩვალ მწერლად” მოიხსენიებდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
6. „ხელოვნება და სიკვდილი ერთმანეთს ვერ ეგუებიანო”, – სიკვდილის წინ დამწუხრებულს წარუთქვამს დიდ მიქელანჯელო ბუონაროტის.
* * *
7. „იცოდეთ, მე ტყუილები ძალიან მძულსო”, – ხშირად უყვარდა ხოლმე ამ სიტყვების გამეორება გენიალურ ფრანგ ლიტერატორს – ვიქტორ ჰიუგოს.
* * *
8. ცნობილი რუსი საოპერო მომღერალი – ფიოდორ შალიაპინი, რამდენიმე ხნის განმავლობაში – მეეზოვედ მუშაობდა.
* * *
9. გენიალურ იტალიელ ხელოვანს – მიქელანჯელო ბუონაროტის იმდენად დიდ პატივს სცემდა ტოსკანის გავლენიანი ჰერცოგი – ფრანჩესკო I მედიჩი, რომ 1561 წელს მასთან სტუმრად ჩასულს ქუდმოხდილიც კი დახვდა მისდამი უსაზღვრო პატივისცემის დასამტკიცებლად.
* * *
10. კონსტანტინე გამსახურდია თავის უახლოეს მეგობართა შორის ასახელებდა ისეთ ადამიანებს, როგორებიც გახლდნენ – ივანე ჯავახიშვილი, გრიგოლ ნიკოლაძე, აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, პავლე ინგოროყვა, სერგი ჭილაია, ელგუჯა მაღრაძე და გალაკტიონ ტაბიძე. – (ავტორი გენია.ჯი)