ჯეიმზ II სტიუარტი – „ეპიზოდი”
ბრიტანეთის უკანასკნელი კათოლიკე მეფე - ჯეიმზ II სტიუარტი (1633-1701 წლები) იმ ღრმად მორწმუნე მეფეს წარმოადგენდა, რომელსაც რელიგიური მოტივებით, საკუთარი ხორცის საწამებლად ერთობ უჩვეულო მეთოდი ჰქონდა შემუშავებული. კერძოდ, სახელოვანი რევოლუციის შედეგად ტახტიდან ჩამოგდებული მონარქი ხორცს იმით იწამებდა, რომ თავისი მეფობის ჟამს საყვარლებად სპეციალურად ირჩევდა ყველაზე მახინჯ და გონჯ დიაცებს. – (ავტორი გენია.ჯი)