ჰენრი VI ლანკასტერი – „ეპიზოდი”
ბიოგრაფთა მტკიცებით, ინგლისის მეფე – ჰენრი VI ლანკასტერი (1421-1471 წლები) ძილის უცნაური დაავადებით, იგივე – „ლეთარგიული ენცეფალიტით” იტანჯებოდა. ერთ მშვენიერ დღეს, ინგლისის უკანასკნელი ლანკასტერი მეფე მოულოდნელმა შიშმა კატატონურ მდგომარეობაში ჩააგდო და ამ მდგომარეობაში იგი წელიწადნახევრის განმავლობაში იმყოფებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მას შემდეგ ინგლისის მონარქი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე ვარდებოდა პერიოდულად ასეთ მდგომარეობაში. მაშასადამე, ჰენრი VI ლანკასტერს თავისი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილის გატარება ლეთარგიულ ძილში უხდებოდა. რიგი ავტორების გადმოცემით, ღრმა ლეთარგიული ძილიდან გამოსულ მეფეს ხასიათი გაღვიძებისთანავე ეცვლებოდა – იგი ერთობ ბავშვური, მიამიტური და დამთმობი ხდებოდა, თუმცა კი, ხანდახან ადამიანების ცნობა უჭირდა. – (ავტორი გენია.ჯი)