ალექსანდრე დიუმა – „ეპიზოდი”
მას შემდეგ, რაც ალექსანდრე დიუმას მამა გარდაეცვალა, მისი ოჯახი ეკონომიკური კრიზისის წინაშე აღმოჩნდა. ამის უმთავრესი მიზეზი ის გახლდათ, რომ აწ განსვენებულ ფრანგ გენერალს – თომა ალექსანდრე დიუმას ამიერში უამრავი ვალი დარჩა გაუსტუმრებელი. (ავტორი გენია.ჯი) ალექსანდრეს დაქვრივებულმა დედამ – მარი-ლუიზა ლაბურემ თავისი მშობლების გარდაცვალების შემდეგ სოლიდური მემკვიდრეობა კი მიიღო, თუმცა ის სრულად დასჭირდა ქმრის მიერ აღებული ვალების დასაფარად. ერთადერთი, რაც მას მშობლების მემკვიდრეობიდან გადაურჩა, სულ რაღაც 253 ფრანკიღა იყო. ამ ფულით დიდი ხნის განმავლობაში თავის გატანა ოჯახისათვის ძნელი რამ იყო. ამიტომაც გადაწყვიტა უფრო ფართო გაქანების შემძლე პარიზში გამგზავრება და იქ დასაქმება ყმაწვილმა დიუმამ. იმისათვის, რომ ქვეყნის დედაქალაქში დროებით თავგასატანი ფული შეეგროვებინა (სანამ სამსახურს იშოვიდა), ალექსანდრეს თავისი საყვარელი ძაღლის, სახელად – პირამის გაყიდვაც მოუხდა 100 ფრანკად. აი, პარიზში გასამგზავრებელი ბილეთების შესაძენი ფული კი მან დილიჟანსის გამყიდველს – კარტიეს მოუგო ბილიარდში. ასეთი წვალებით იწყებდა თავის დიდებულ გზას მაშინ 20 წლის ასაკში მყოფი გენიალური ფრანგი ლიტერატორი. – (ავტორი გენია.ჯი)
თომა-ალექსანდრე დიუმა
მარი-ლუიზა ლაბურე