პირველი მსოფლიო ომის ექო – „ეპიზოდი”

პირველი მსოფლიო ომის მიმდინარეობის პერიოდში, ამერიკის შეერთებულ შტატებში გერმანელთა და ყოველივე გერმანულის მიმართ იმდენად უარყოფითი დამოკიდებულება სუფევდა, რომ მოსახლეობა გერმანულ ნაგაზებსაც კი არ ზოგავდა თავიანთი წარმომავლობის გამო და მოსაკლავად იმეტებდა მათ (ცნობისთვის, ანალოგიურ საშინელ ქმედებებს ჰქონდა ადგილი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდგომ რიგ ევროპულ ქვეყნებშიც). (ავტორი გენია.ჯი) აშშ-ის სკოლებში შეწყვეტილი იქნა გერმანული ენის სწავლება, ხოლო გერმანულ ენაზე გამოცემული წიგნები აკრძალვას დაექვემდებარენ. გარდა ამისა, სახელები გადაარქვეს სოსისებს, ჰამბურგერებსა და სხვა გერმანული სახელწოდების მქონე პროდუქტებს და მათ ამერიკული სახელები შეურჩიეს. აქვე საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე გერმანული ენა ინგლისურის შემდგომ ყველაზე ფართოდ გავრცელებულ და პოპულარულ ენას წარმოადგენდა შტატებში. დიდი ხნის განმავლობაში იგი მეორე ენად მიიჩნეოდა ინგლისურის შემდეგ აშშ-ი. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>