ვუდრო უილსონი – „ეპიზოდი”
თავის დროზე, ამერიკის შეერთებული შტატების მოქმედმა პრეზიდენტმა – ვუდრო უილსონმა (1856-1924 წლები) საპრეზიდენტო უფლებამოსილების გახანგრძლივება მეორე ვადითაც გადაწყვიტა. შედეგად, იგი აქტიურად ჩაერთო არჩევნების პროცესში. (ავტორი გენია.ჯი) „უილსონი ჩვენ ომისგან გვიხსნის” – აი, ასეთი გახლდათ მაშინ ლოზუნგი ამერიკელი პოლიტიკოსისა. ლოზუნგი, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა მის ხელმეორედ გაპრეზიდენტებაში 1916 წელს. თუმცა, როგორც კი უილსონი თავისი საპატიო მოვალეობის აღსრულებას შეუდგა (ამჯერად მეორეჯერ), პირველ რიგში სწორედ რომ იმ კონცეფციაზე თქვა უარი, რომლითაც მან ამერიკელი ამომრჩევლის გული მოინადირა – „უილსონი ჩვენ ომისგან გვიხსნის”. უილსონმა გაპრეზიდენტებიდან სულ რაღაც ერთიოდე თვეში ოფიციალურად გამოუცხადა ომი გერმანიას და პირველ მსოფლიო ომში ჩართო ამერიკის შეერთებული შტატები. – (ავტორი გენია.ჯი)