ძველი ეგვიპტე – „ეპიზოდი”
ცნობილი ფაქტია, რომ ძველი ეგვიპტელები, დამოუკიდებლად იმისა, შინაური იყო თუ გარეული, ცხოველებს წმინდანთა დასს მიაკუთვნებდნენ. ამიტომაც, „ფარაონთა ქვეყნად” წოდებულ უძველესი ეპოქის ეგვიპტეში მრავალი სალოცავი იგებოდა ამა თუ იმ სახეობის წმინდანად შერაცხილი ცხოველის სახელზე, სადაც სპეციალური ქურუმები მსახურობდნენ. მათ შორის ქალი-ქურუმებიც. (ავტორი გენია.ჯი) ასეთი ტაძრები შემოწირულობების ხარჯზე არსებობდნენ. შესაწირს კი მართლაც რომ უხვად იღებდნენ ისინი.
სხვადასხვა ცხოველთა შორის ყველაზე მეტად ეგვიპტელები მაინც კატასა და ნიანგს სცემდნენ თაყვანს. მათი მოკვლა სასტიკად იყო აკრძალული: კანონის დამრღვევი დამნაშავე სიკვდილით ისჯებოდა. შედეგად, ყველაზე მრავლად ძველ ეგვიპტეში სწორედ რომ მათ სახელზე აგებული ტაძრები ფუნქციონირებდა.
ერთ-ერთ თებეურ სამლოცველოში, რომელიც მიძღვნილი იყო ძველ ეგვიპტური ნიანგის თავიანი წყლის ღმერთის – სებეკისადმი, ქურუმებს დაბინავებული ჰყავდათ ნილოსის უზარმაზარი ნიანგი, რომლის ყურებსაც ოქროსა და მინისაგან დამზადებული საყურეები „ამკობდნენ”, თათებს კი ძვირფასი ლითონებითა და ძვირფასი ქვებით შემკული ბეჭდები. ტაძარში დაბინავებული და ამასთანავე, გაწვრთნილი წმინდა ცხოველი ქურუმებს განსაკუთრებულ პატივში ჰყავდათ, რასაც ისიც მოწმობს, რომ მას მხოლოდ და მხოლოდ ნაკურთხი საკვებით კვებავდნენ. ნიანგის სიკვდილის შემთხვევაში, ქურუმები მის შემცვლელს უმალვე ირჩევდნენ. მკვდარი „წმინდანის” სხეულს კი ბალზამირებას უკეთებდნენ და ტაძრის მიწისქვეშა საცავში უჩენდნენ უკანასკნელ განსასვენებელს. – (ავტორი გენია.ჯი)
სებეკი