ჯორჯ ბერნარდ შოუ – „ეპიზოდი”

გენიალურმა ირლანდიელმა დრამატურგმა და რომანისტმა – ჯორჯ ბერნარდ შოუმ, ვინაც ის ერთ-ერთი უიშვიათესი ადამიანი გახლავთ მსოფლიოში დღემდე, ვისაც ერთდროულად „ნობელისა” და „ოსკარის” პრემიები აქვს მინიჭებული, 1898 წელს ირლანდიელ პოლიტიკურ აქტივის ქალზე – შარლოტა ფრენსის პეინ-ტაუნსენდზე იქორწინა. (ავტორი გენია.ჯი) ლიტერატორის რჩეული, რომელმაც თავისი ცხოვრების დიდი ნაწილი ქალთა უფლებების დაცვისათვის წარმოებულ ბრძოლას მიუძღვნა, ერთობ მდიდარი ოჯახის ქალიშვილს წარმოადგენდა. ავი ენების მტკიცებით, შოუმ თავისი არჩევანი ამიტომაც შეაჩერა შარლოტაზე და მას ბრალი ეშმაკურ გათვლებში დასდეს. თუმცა წლების გასვლასთან ერთად დამტკიცდა, რომ ბერნარდი ფულით დაინტერესებული და მით უმეტესს, ფულზე შეყვარებული პიროვნება არ იყო. თუმცა კი, არასოდეს არ უარყოფდა ფულის მნიშვნელობას.

მდიდარ ქალზე დაქორწინების შემდეგ იგი ძველებურადვე თავად მართავდა ავტომობილს, თუმცა ჰყავდა პირადი მძღოლი; გაურბოდა ფუფუნებაში უზრუნველყოფილ ცხოვრებას (გასათვალისწინებელია, რომ მას ამის შესანიშნავი შესაძლებლობაც გააჩნდა)… მოკლედ რომ ვთქვათ, ირლანდიელ ლიტერატორს ქორწინების შემდეგ ცხოვრების ჩვეული წესი არ შეუცვლია.

აქვე ცნობილია ისიც, რომ ფულის სიყვარულში სულ ტყუილად დადანაშაულებულმა ლიტერატორმა „ნობელის პრემია”, ასე რომ ვთქვათ, თავისივე ნებით ნაწილობრივ მიიღო, რადგან პრიზად მხოლოდ მედალი აიღო, დიდი ფინანსური ჯილდოს აღებისაგან კი თავი შორს დაიჭირა. – (ავტორი გენია.ჯი)

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს HTML ტეგები და ატრიბუტები: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>