ალექსეი სტანჩინსკი – „ეპიზოდი”
ცნობილ რუს კომპოზიტორსა და პიანისტს – ალექსეი სტანჩინსკის (1888-1914 წლები) ერთობ უცნაური დამოკიდებულება გააჩნდა ცხენებისადმი. იგი განსაკუთრებული მორიდებულობით გამოირჩეოდა მათ მიმართ. (ავტორი გენია.ჯი) მისი ღრმა მოწიწება ბუნების ამ უმშვენიერესი ქმნილებებისადმი იმდენად მაღალი ყოფილა, რომ ქუჩაში შემხვედრი ცხენის წინაშეც კი ქუდსაც იხდიდა თურმე. ერთხელ მისთვის კოლეგა კომპოზიტორს – ლეონიდ საბანეევს უკითხავს კიდეც, რატომ იქცეოდა სტანჩინსკი ასე, რაზედაც მისგან შემდეგი პასუხი მიიღო: „ – ჩვენ არ ვიცით, სინამდვილეში ვინ არიან ისინი – ცხენები. ამიტომაც სიფრთხილეა საჭირო”. – (ავტორი გენია.ჯი)