ვიქტორ ჰიუგო წერდა…
„ამქვეყნიურ ძლიერთა კანონი უქმად ყოფნაა”. - (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„უკეთესი კარგის მტერიაო”.
* * *
„სხვისი წარმატება აუტანელი ხდება განსაკუთრებით იმათთვის, ვისთვისაც ეს წარმატება საზიანოა”.
* * *
„დამნაშავეც რომ არაფერში იყო, მაინც სასამართლოს მოხელეების გახსენებაზე შიში გიპყრობს”.
* * *
„არასოდეს ზედმეტი სიტყვის თქმის ნება არ მისცე თავს”. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
„თუ ერთი მხრივ სატანა სწამს ადამიანს, მეორე მხრივ ღმერთი ეწამება, დემონების არსებობა ღმერთის არსებობას ამტკიცებს. ვისაც ოდნავ მაინც არა სწამს სატანა, მას არცთუ ძალიან ღმერთი სწამს. ვინც მზის არსებობას აღიარებს, მან სიბნელის არსებობა უნდა აღიაროს. სატანა არის ღმერთის მიერ გაჩენილი ღამე. რა არის ღამე? ღამე არის დღის არსებობის დამამტკიცებელი საბუთი”.
* * *
„მეტად იშვიათ შემთხვევაშია შესაძლო შთანთქმულს უყვარდეს თავისი შთანმთქმელი”.
* * *
„ცუდი ფიქრები სულის დამღუპველია”.
* * *
„ბედნიერება ზღვის მოქცევასა ჰგავს, ერთხანს იგი თავის მაღალ დონეს აღწევს. ერთადერთი, რაც შეაწუხებდა სრულ ბედნიერებაში მყოფ ადამიანებს, ეს არის დაფიქრება მიქცევაზე, რაც აუცილებლად მოსდევს მოქცევას”.
* * *
„მზის ყოველდღე გამოჩენა – სამყაროს ჩვეულებაა”. – (ავტორი გენია.ჯი)