უინსტონ ჩერჩილი – „ეპიზოდი”
„წამართვით სიგარა და მე თქვენ ომს გამოგიცხადებთ!” – აღნიშნული სიტყვების ავტორს, სიგარებზე უზომოდ შეყვარებულ ლეგენდად ქცეულ – სერ უინსტონ ჩერჩილს, დროის მიმართ ერთობ საშინელი შეგრძნება გააჩნდა (ამბობენ, დრო რომ უმნიშვნელო რამისთვის არ დაეხარჯა, თასმებსაც კი არ იკრავდა ფეხსაცმელებზეო). ეს გახლდათ ის ნაკლი, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გულწრფელად აღიარებდა. (ავტორი გენია.ჯი) „მე მივიჩნევ, რომ პუნქტუალურობა – საზიზღარი თვისებაა, რომლისგანაც მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში ვცდილობდი განთავისუფლებასო”, – წერდა იგი თავის ავტობიოგრაფიაში.
საბედნიეროდ, ამ საკითხში მას ფრიად ერთგული თანამგზავრი გააჩნდა: შვეიცარიული მარკის – „Breguet” (N 765) „ლუქს” კლასის ჯიბის საათი, რომელსაც უინსტონმა თიკუნიც კი შეურჩია – „რეპა”. ეს ოქროს საათი ახალგაზრდულ ასაკში მყოფ ჩერჩილს საკუთარმა ბიძამ, მალბოროს მე-7 ჰერცოგმა აჩუქა 1890 წელს. მას შემდეგ ბრიტანელ პოლიტიკოსს სხვა საათით აღარ უსარგებლია (ცნობილია ისიც, რომ მაჯის საათებს უინსტონი იმთავითვე ჯიბის საათებს ამჯობინებდა).
დღეისათვის, პუნქტუალურობას მოკლებული უინსტონ ჩერჩილის „ერთგულ თანამგზავრს” ბინა ლონდონში განთავსებულ საიმპერიო ომის მუზეუმში აქვს დადებული და იდეალურად მუშა მდგომარეობაში იმყოფება. საკვირველია, თუმცა ფაქტია, რომ მთელი იმ ხნის განმავლობაში, რაც „Breguet”-ის ჯიბის საათი ჩერჩილის საკუთრება გახდა, მას მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ დასჭირდა შეკეთება და ისიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ. – (ავტორი გენია.ჯი)
მუზეუმში დაცული ჩერჩილის ერთგულ თანმგზავრად ქცეული „Breguet”-ის საათი