ლეოპოლდ I – „ეპიზოდი”
საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი – ლეოპოლდ I (1640-1705 წლები), ვინაც მძაფრ კონკურენციაში იყო ჩაბმული „მეფე-მზედ” წოდებულ ლუი XIV დე ბურბონთან ევროპაში ჰეგემონიისათვის, სხვა უამრავ მონარქთა მსგავსად – ნადირობის დიდი მოტრფიალე გახლდათ. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა მათგანვე განსხვავებით, გააჩნდა „ნადირობის” ერთობ უცნაური მეთოდიც, რომელსაც განსაკუთრებით ხშირად მიმართავდა იგი. ლეოპოლდი ნადირობის ჟამს მხოლოდ სროლით არ კმაყოფილებდა, ამიტომ მან ინოვაციური ნადირობის მეთოდი გამოიგონა. ამ შემთხვევაში იმპერატორის „საყვარელი სპორტი” შემდეგში მდგომარეობდა: კარისკაცები მელას საგულდაგულოდ ახვევდნენ სქელ პლედში, რის შემდგომაც ცხოველს ლეოპოლდი მანამ სცემდა გამეტებით კეტით, სანამ პლედში გახვეული უბედური არსება სულს არ განუტევებდა. – (ავტორი გენია.ჯი)