ნაპოლეონ ბონაპარტი – „ეპიზოდი”
ლეგენდად ქცეული ფრანგი მხედართმთავარი - ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები), ვისაც აზარტული თამაშების დროს ხშირად ახასიათებდა ხოლმე თავხედური ყალთაბანდობა, მუსიკასა და სიმღერაზე შეყვარებულ პიროვნებას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) ადამიანების გარკვეულ ნაწილს არც სიმღერა შეუძლია და არც მუსიკალურ ინსტრუმენტებზე არ ეხერხება დაკვრა. ბევრსაც უბრალოდ მუსიკალური სმენა და ვოკალური შესაძლებლობები არ გააჩნია… მაგრამ როდესაც ადამიანი იმპერატორია, მაშინ არავის ჰყოფნის გამბედაობა, რომ იგი ამ უკანასკნელი მოტივით შეაჩეროს სიმღერის ჟამს. ასე იყო ყოვლის შემძლე ნაპოლეონის შემთხვევაშიც. უამრავი ისტორიული წყაროს მტკიცებით, მიუხედავად მუსიკალური სმენის უქონლობისა, ბონაპარტს ძალიან ჰყვარებია სიმღერა და ხშირად მღეროდა კიდეც. იმპერატორის სიმღერა მსმენელებს, გასაგები მიზეზების გამოისობით, დიდად არ მოსწონდათ. ერთ-ერთი იმათგანი, ვინაც ბონაპარტის საშინელ მუსიკალურ შესაძლებლობებს კარგად იცნობდა, ნაპოლეონის ინგლისელი მეგობარი ქალი, მწერალი და მემამულე – ბეტსი ბალკომბი გახლდათ. აღნიშნული საკითხის შესახებ თავის მემუარებში მან ერთი ასეთი მოგონება დაგვიტოვა: „ერთ მშვენიერ დღეს ნაპოლეონმა სიმღერა წამოიწყო… თუმცა მისი ხმა აბსოლუტურად მოკლებული იყო მუსიკალურობას, და საერთოდ, ვფიქრობ, რომ მას სმენა სრულიად არ გააჩნდა. შედეგად, როგორც სხვა შემთხვევებში, რა მელოდია შეასრულა ბონაპარტმა, ამჯერადაც გამოუცნობი დარჩა ჩემთვის”. – (ავტორი გენია.ჯი)
ნაპოლეონი და ბეტსი