რუდოლფ II ჰაბსბურგი – „ეპიზოდი”
ოკულტიზმითა და ალქიმიით გატაცებული საღვთო რომის იმპერიის იმპერატორი - რუდოლფ II ჰაბსბურგი (1552-1612 წლები), ვინაც თავისი არასახარბიელო მმართველობით საბოოლოდ გაანადგურა ჰაბსბურგთა დინასტიის ისედაც შელახული რეპუტაცია, ნადირობაზე უზომოდ შეყვარებულ პერსონას წარმოადგენდა. (ავტორი გენია.ჯი) „ფილოსოფიური ქვის” ძებნაში გართულ მონარქს, რომელიც ნაკლებად ინტერესდებოდა სახელმწიფოებრივი საქმეებით, ნადირობის მეტად უჩვეულო და შეიძლება ითქვას, ერთობ თავხედური მეთოდი გააჩნდა. როდესაც რუდოლფი ნადირობის გუნებაზე დადგებოდა ხოლმე, საღვთო რომის იმპერიის დედაქალაქად ქცეული – პრაღის საპეციალურად დაცარიელებულ ქუჩებში უშვებდნენ სხვადასხვა სახეობის გარეულ ცხოველებს, რომლებზედაც მისტიციზმით შეპყრობილი იმპერატორი გეპარდების გამოყენებით ნადირობდა. – (ავტორი გენია.ჯი)