მიქელანჯელო ბუონაროტი – „ეპიზოდი”
სიცოცხლეშივე „ღვთაებრივად” წოდებული გენიალური იტალიელი მოქანდაკე, მხატვარი და არქიტექტორი – მიქელანჯელო ბუონაროტი (1475-1564 წლები), ვისთვისაც უხეშობა ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისება იყო, ძალიან მდიდარ ხელოვანს წარმოადგენდა, თუმცა მიუხედავად ამისა, მაინც ღარიბი მაწანწალას მსგავსად გამოიყურებოდა დღენიადაგ. (ავტორი გენია.ჯი) „რაც არ უნდა მდიდარი ვყოფილიყავი, მე ყოველთვის ღარიბი კაცივით ვცხოვრობდიო”, – შენიშნავდა კიდეც თავისი ცხოვრების დაისის ჟამს იგი.
აღორძინების ეპოქაში მოღვაწე ტიტანი, ვინაც სიმაღლით სულ რაღაც ერთ მეტრსა და ორმოცდაათ სანტიმეტრს შეადგენდა, პირად ჰიგიენას სრულ იგნორირებას უწევდა. ცნობილი ფაქტია, რომ მიქელანჯელოს ახალგაზრდობაში ფეხის საშინელი სპაზმები, რის გამოც იგი გამუდმებით მაღალყელიან ფეხსაცმელებს ატარებდა. დაწოლის დროს ხელოვნების მეტრს ჩვევად ჰქონდა არც ტანისამოსი გაეხადა და არც თავისი მაღალყელიანი ფეხსაცმელები. აღნიშნულმა ჩვევამ დროთა განმავლობაში თავისი შედეგიც გამოიღო: როდესაც ბუონაროტი საჭიროდ ჩათვლიდა ფეხსაცმელების გაძრობას, ფეხსაცმელებთან ერთად მას ტყავიც კი სძვრებოდა ფეხებზე გველის ტყავის გამოცვლის მსგავსად. თუმცა ეს გარემოება მას ნაკლებად აწუხებდა. სამაგიეროდ, საშინლად წუხდებოდნენ მისი გარშემომყოფები, რადგან ხელოვანს ფეხზე ამაზრზენი, მყრალი სუნი ასდიოდა.
ჯორჯო ვაზარის 1550 წლით დათარიღებული გადმოცემით, მიქელანჯელო ფეხზე მუხლებამდე სიგრძის მქონე თასმებიან ბუსკინებს იცვამდა, რომლებიც თავის მხრივ ძირითადად ხბოს ტყავისაგან მზადდებოდა. თუმცა პირადად იგი ძაღლის ტყავისაგან დამზადებულ ბუსკინებს ატარებდა, რომელიც მასიური ხმარებისაგან უკიდურესად ყოფილა გაცვეთილი.
საკუთარი ჰიგიენის მიმართ უდიერმა დამოკიდებულებამ, რასაც თან ერთვოდა მძიმე გაუთავებელი შრომა, იტალიელ გენიოსს ჯანმრთელობის მხრივ მრავალი პრობლემა შეუქმნა. მათ შორის მიქელანჯელოს განუვითარდა ოსტრეოართრიტი (სახსრების დეგენერაციული დაავადება). – (ავტორი გენია.ჯი)
ბუსკინი