გუსტავ კლიმტი – „ეპიზოდი”
ერთ-ერთი უდიდესი ავსტრიელი მხატვრისა და დეკორატორის – გუსტავ კლიმტის (1862-1918 წლები) შესახებ საზოგადოებაში აზრი ორად იყო გაყოფილი. (ავტორი გენია.ჯი) ეროტიზმი, რომლითაც გამორჩეული გახლდათ მისი ნამუშევრები, არაერთგვაროვნად განაწყობდა კლიმტის შემოქმედების მიმართ ხელოვნების მოყვარულებს. ვენელების ერთ ნაწილს თუ გუსტავის გენიალურობაში ეჭვი არ ეპარებოდა და მასთან მეგობრობას ეშურებოდა, მეორე ნაწილს მის მიმართ მძაფრი კრიტიკული დამოკიდებულება გააჩნდა. ეს უკანასკნელნი ამორალურობასა და უზნეობაში დადანაშაულებული ავსტრიელი ხელოვანის გასამართლებას, ქვეყნიდან გაძევებასა და, თქვენ წარმოიდგინეთ, – დასაჭურისებასაც კი მოითხოვდნენ. შედეგად, კრიტიკოსების მხრიდან თავდასხმებით გაღიზიანებულმა გუსტავმა გადაწყვიტა მათ მიმართ თავისივე შემოქმედების გამოყენებით ეძია ერთგვარად შური. ამ მიზნით მან მიზანმიმართულად დახატა ტილო, სახელწოდებით – „ჩემს კრიტიკოსებს”, რომლის წინა პლანზედაც მრავლისმეტყველად გამოსახა – შიშველი ქალი მოშიშვლებული უკანალით. ამ მრავლისმეტყველი სიუჟეტით კლიმტმა მართლაც რომ დიდი გამოწვევა გაუგზავნა მის მიმართ კრიტიკულად განწყობილ კონსერვატიულად მოაზროვნე პუბლიკას. იგი უცილობელ სკანდალს მოელოდა და სკანდალმაც არ დააყოვნა: გუსტავ კლიმტს ამჯერად პორნოგრაფიაში დასდეს ბრალი. – (ავტორი გენია.ჯი)
„ჩემს კრიტიკოსებს”