ლევ ტოლსტოი – „ეპიზოდი”
ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთ ყველაზე სახელოვან რუს წარმომადგენელს – ლევ ტოლსტოის (1828-1910 წლები) სიკვდილის მიმართ საშინელი შიში გააჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა, მასში მაინც ორმაგ გრძნობას ჰქონდა ადგილი დაკავებული ამ უსაშინლესი მოვლენისადმი. თუკი ერთის მხრივ ტოლსტოის საშინლად ეშინოდა სიკვდილისა, მეორეს მხრივ, მწერალს განსაკუთრებით იზიდავდა მომაკვდავ ადამიანებზე საგულდაგულო დაკვირვება. მისი ინტერესის საგანს წარმოადგენდა იმის გაგება, თუ რას გრძნობდნენ და რა ემოციებს აღძრავდნენ მომაკვდავ ადამიანებში სიკვდილი. ამ მიზნით იგი ხშირად სტუმრობდა იმათ, რომლებიც სასიკვდილო სარეცელზე მყოფნი თავიანთი სიცოცხლის უკანასკნელ წუთებს ითვლიდნენ. ის კი არადა, როდესაც თავად ტოლსტოის შვილები ეთხოვებოდნენ ამიერს, ლიტერატორი საათების განმავლობაში აკვირდებოდა მათ აგონიასაც. – (ავტორი გენია.ჯი)